გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თურქეთის მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ბექირ ჩ. პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფისთვის დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულს ოზურგეთის რაიონის დასახლება შეკვეთილში, მძღოლების მოსასვენებელ შენობაში, ე. წ. „ტირ პარკ"-ში  დროებით მფლობელობაში  ფართი ჰქონდა, სადაც გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ, რამდენიმე თვის განმავლობაში  ქალბატონებს  პროსტიტუციისთვის  ადგილს უთმობდა. „ტირ პარკ"-ის მომსახურე ქალბატონები მოწმის სახით დაიკითხნენ. 
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).