ჩილეში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 300-ს გადააჭარბა - ამის შესახებ Reuters -ი ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება,
ადგილობროვი ხელისუფლების წარმომადგენლებიიმედოვნებენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა მნიშვნელოვნად არ გაიზრდება.
რაც შეეხება დაზარალებულებს, თავად ქვეყნის პრეზიდენტის მიშელ ბაჩელეტის განცხადებით, დაზარალებულია ორ მილიონზე მეტი ადამიანი. 6 რეგიონში კი საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დაზიანებულია 1,5 მილონზე მეტი საცხოვრებელი სახლიც.
მიწისქვეშა ბიძგებისგან წარმოქმნილი ცუნამის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა საპორტო ქალაქ ტალკაუანოსაც.
სპეციალისტების განცხადებით, ჩილეში მომხდარი მიწისძვრა თავისი სიძლიერით ბოლო 110 წლის განმავლობაში მომხდარი მიწისძვრების ხუთეულში შედის.
მიწისქვეშა ბიძგები, რომლის მაგნიტუტამ 8,8 ბალი შეადგინა, 27 თებერვალს, ადგილობრივი დროით 03:34 (თბილისის დროით 10:34) მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ კონსეპსიონიდან ჩრდილოეთით 115 კილომეტრში, 55 კმ. სიღრმეზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის შემდეგ, ლათინურ ამერიკაში ამ დრომდე 45 ბიძგია დაფიქსირებული.