26 თებერვალს პარლამენტში, საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური ანგარიშის მოხსენების შემდეგ გაიმართა დებატები, სადაც სიტყვით გამოვიდნენ სხვადასხვა ფრაქციის წარმომადგენლები, მათ შორის პარლამენის წევრი გია თორთლაძე, რომელმაც განაცხადა, რომ, როგორც მას ცოტა ხნის წინ აცნობეს, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის 5 საჯარო სკოლაში, ელექტროენერგიის მიუწოდებლობის გამო სასწავლო პროცესი ჩაშლილია.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა აღნიშნულ ფაქტს დეზინფორმაციას უწოდებს და განმარტავს, რომ ყაზბეგის მუნიციპალიტიტის სრულ ტერიტორიას ელ. ენერგია 24 საათის განმავლობაში შეუფერხებლად მიეწოდება და შესაბამისად, სასწავლო პროცესი არც ერთ სკოლაში არ შეწყვეტილა. G
ყაზბეგის მუნიციპაალიტეტის გამგეობა აღნიშნავს, რომ მსგავსი სახის მცდარი განცხადებების გავრცელება საინფორმაციო საშუალებებით ხშირად ხდება, რაც არაფერია, თუ არა საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.