საქართველოს ტერიტორია რუსეთის ფედერაციაში ნარკოტრეფიკის ერთ-ერთი უსმხვილესი გზა ხდება. ეს განცხადება რუსეთის ფედერალური სამსახურის ნარკოტიკების კონტროლისა და ნარკობრუნვის კოლეგიის სხდომაზე მისმა ხელმძღვანელმა ვიქტორ ივანოვმა გააკეთა.
"ნარკოტრაფიკის საკვანძო დირექტორიები შავი და კასპიის ზღვის აკვატორიებზე გადის საზღვაო პორტებიდან ირანის (ენზელი, ნოიშეხრ), თურქეთის (სტამბული, ტრაბზონი), თურქმენეთი (თურქმენბაში) და აზერბაიჯანი (ბაქო) ასევე საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო პოტენციალი", _ განაცხადა ივანოვმა.
"ბათუმისა და ფოთის პორტები ნარკოტრეფიკში ძირითადები გახდნენ, ხოლო ქართული ქალაქი ქობულეთი ავღანური ჰეროინის ერთ-ერთი საკვანძო პუნქტია", _ დასძინა მან და აღნიშნა, რომ საქართველოს მწვანეთა პარტიის ლიდერის გიორგი გაჩეჩილაძის განცხადებით საქართველოდან ევროპაში და რუსეთში ყოველწლიურად გადის 7 ტონა ჰეროინი.
ამასთან ერთად, მისივე თქმით, ჰეროინით ვაჭრობის გამო საქართველოში უკვე დაპატიმრებულია კორუფციასთან ბრძოლის შტაბის უფროსი ღუდუშაური, სახმელეთო ჯარების შტაბის უფროსი ხავთასი, ეკონიმიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომელი ზარნაძე და სხვები.
"ჩვენი აფხაზი პარტნიორების ინფორმაციით, კი 2009 წელს მოკლული იქნა აფხაზეთის შს სამინისტროს ხელმძღვანელის მოადგილე ზაკან ჯუღელია, რომელიც წინ აღუდგა ნარკოტრაფიკის განხორციელებას საქართველოდან აფხაზეთის გავლით რუსეთში", _ განაცხადა ვიქტორ ივანოვმა.