სერბეთის ქალაქ ნოვი სადში მოჭადრაკეთა ევროპის მე-17 გუნდური ჩემპიონატი დაიწყო. საქართველოს ორივე ნაკრებმა პირველ ტურში გამარჯვება მოიპოვა. ვაჟთა ნაკრებმა შავი ფიგურებით ფინეთს 2,5:1,5 აჯობა. ქალებმა კი ჩეხები დაამარცხეს 3:1.
როგორც სპორტის დეპარტამენტი იტყობინება, საინტერესოა, რომ ორივე ნაკრების ლიდერი დამარცხდა. ლევან ფანცულაიამ და თორნიკე სანიკიძემ იმარჯვეს, მერაბ გაგუნაშვილი ყაიმს მიაღწია, ხოლო ნაკრების პირველმა ნომერმა ბაადურ ჯობავამ წააგო. ქალებიდან ლელა ჯავახიშვილმა, სოფო ხუხაშვილმა და ბელა ხოტენაშვილმა გაიმარჯვეს. ნაკრების ლიდერი ნანა ძაგნიძე კი მოულოდნელად დამარცხდა.
ვაჟები მეორე ტურში ისევ შავი ფიგურებით ითამაშებენ, ამჯერად საფრანგეთთან. ქალები კი თეთრი ფიგურებით, ტურნირზე პირველი რეიტინგის მქონე რუსეთს გაეჯიბრებიან.