მოსკოვში გამართული მსოფლიოს საქელმწიფოების დედაქალაქების თასის გათამაშება კარატეში წარმატებული გამოდგა თბილისის ნაკრებისათვის.
სპორტის დეპარტამენის ინფორმაციით, ქართველმა კარატისტებმა, საბრძოლო სახეობათა კონფედერაციის პრეზიდენტ - კახა ბასილიას ხელმძღვანელობით, გუნდურ კუმიტეში მე-3 საპრიზო ადგილის მოპოვება შეძლეს, ინდივიდუალური კუმიტე კი, სადაც მხოლოდ აბსოლუტური წონითი კატეგორიის კარატისტები მონაწილეობდნენ, საქართველოს ნაკრების წევრის - გოგიტა არქანიას გამარჯვებით დასრულდა.
"სასიხარულოა, რომ თბილისის ნაკრები ასე კარგად გამოვიდა. შეჯიბრზე უძლიერესი კარატისტები გამოდიოდნენ. მიუხედავად ამისა, გუნდურ კუმიტეში მესამე ადგილის დაკავება შევძელით", _ განაცხადა საბრძოლო სახეობათა კონფედერაციის პრეზიდენტმა კახა ბასილიამ.
სპორტსმენებს წარმატება მიულოცა ახალგაზრდობისა და სპორტის დეპარტამენტის ტავმჯდომარემ დავით ნამგალაურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი გარემოება იყო, რომ "ქართველმა კარატისტებმა შეძლეს გამარჯვება და ჩვენი ქვეყნის ჰიმნის აჟღერება მოსკოვში".
ტურნირი, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული დედაქალაქების გუნდები გამოვიდნენ, მოსკოვის მერიის, რუსეთის კარატისა და მსოფლიოს კარატის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა, ჩემპიონატის საპრიზო თანხა კი 100 000 ევრო იყო.