დღეს, 5 ივლისს, ოკუპირებულ აფხაზეთში სირიელების ახალ, დიდ ჯგუფს ელიან. აფხაზური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დაკონკრეტებული არ არის თუ რამდენი სირიელი ჩამოვა ამჯერზე აფხაზეთში. გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ყველა პრობლემატური დეტალის მოგვარებაში სეპარატისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმარება.
გავრცელებული ინფორმაციით, დღეს ბეირუთში (ლიბანი) საკითხების ოპერატიულად გადაჭრისათვის, რომლებიც აფხაზეთში სირიელი რეპატრიანტების გამომგზავრების დიდ ჯგუფთანაა დაკავშირებული, სეპარატისტთა წარმომადგენლები წავიდნენ.
„5 ივლისს დაგეგმილია ბეირუთიდან გამოფრენა ჩარტერული რეისისა. სოჭში ჩასვლის შემდეგ რეპატრიანტები აფხაზეთში ავტობუსებით გაემგზავრებიან.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივ კავშირზე იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და რუსეთის ფედერაციის სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან, რომლებიც მას დახმარებას უწევენ წარმოქმნილი პრობლემატური საკითხების მოგვარებაში", _ წერენ სეპარატისტები.