ევროპარლამენტში ოკუპირებული აფხაზეთის წარმომადგენლებს მოუსმინეს. მცირე შემოკლებით გთავაზობთ სიტყვას, რომელიც აფხაზური დელეგაციის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ირაკლი ბჟინავამ, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან წარმოთქვა:
"პატივცემულო ევროპელებო! ნება მიბოძეთ წარმოგიდგეთ. მე ვარ ირაკლი ბჟინავა. მე ვარ მეცნიერი ერთა თვითგამორკვევის საკითხებში. დღევანდელი მოვლენის მნიშვნელობა იმდენად დიდია, რომ მას ვერ გადააფასებ. ასევე რთულია 7 წუთში ყველა იმ კითხვისა და არგუმენტის გაშუქება, რომლებიც ჩვენი ხალხის სწრაფვას ეხება დამოუკიდებლობისკენ.
ერთა უფლება თვითგამორკვევის შესახებ მრავალი საერთაშორისო დოკუმენტითაა გამყარებული. თავის დროზე ნორვეგია გამოეყო შვედეთს, ისლანდია - დანიას, ერიტრია - ეთიოპიას, სინგაპური - მალაიზიას, აღმოსავლეთ ტიმორი - ინდონეზიას და აფხაზმა ხალხმაც ასევე ისარგებლა თავისი უფლებით.
მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში აფხაზეთის გარეშე შევიდა. ამის შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1931 წლამდე აფხაზეთი დამოუკიდებლობას ინარჩუნებდა. ხოლო 1921 წელს მისი დამოუკიდებლობა საბჭოთა საქართველომ აღიარა და სწორედ ამის შემდეგ იგი თავისი ნების საწინააღმდეგოდ საქართველოს შემადგენლობაში შეიყვანეს, იმის გათვალისწინებით, რომ საბჭოთა კავშირში წამყვან თანამდებობებზე ეთნიკური ქართველები იყვნენ - სტალინი, ბერია და სხვები.
90-იანი წლების დასაწყისში, როდესაც საბჭოთა კავშირი იშლებოდა, საქართველომ საბჭოთა კავშირის კანონმდებლობა, შესაბამისად 1931 წლის დოკუმენტი ბათილად აღიარა, რომლითაც შეიყვანა აფხაზეთი თავის შემადგენლობაში. ამის შემდეგ საქართველომ დაიწყო ომი და წააგო.
იცით თუ არა თქვენ, რომ ქართული არმიის გენერალმა ყარყარაშვილი ომის დროს მთელს აფხაზ ერს ტოტალური გაჟლეტით დაემუქრა. ჩვენი „ბრალეულობა" მხოლოდ იმაშია, რომ ჩვენ ჩვენი განადგურების საშუალება არ მივიცეთ.
აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება, სამართლებრივი თვალსაზრისით არ არღვევს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას.
ომში გამარჯვების შემდეგ ჩვენი ხალხი ევროპული სახელმწიფოების მხრიდან იზოლაციაშია მოქცეული.
აფხაზი ერი - სულ მცირე კონფლიქტის მხარეა. ჩვენ უნდა მოგვისმინოთ.
საქართველო იმისათვის რომ მას ევროპულმა ქვეყნებმა უთანაგრძნონ აქტიურად ავითარებს ცრუ თეზისს იმის შესახებ, რომ არსებობს კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის, რომელშიც აფხაზი ხალხი მეორეხარისხოვან როლს ასრულებს. ეს ასე არ არის.
1992 -1993 წლებში მიდიოდა მართომასშტაბიანი ქართულ-აფხაზური ომი, რომელშიც რუსეთი არ მონაწილეობდა.
1993 დან 2008 წლამდე რუსეთი აფხაზებს საქართველოს შემადგენლობაში შესვლას სთავაზობდა.
და ახლაც რომ შემოგვთავაზოს რუსეთმა საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნება ჩვენ ამას არ გავაკეთებთ.
ჩვენთვის მიუღებელია ავტონომიის ყველანაირი ფორმა.
ჩვენი მიზანი დამოუკიდებლობაა.
საქართველოს მიერ ჩვენთვის ფართო უფლებებისა და გარანტიების მინიჭება - არ გვჭირდება.
ჩვენ თვითონ დავადგენთ ჩვენს უფლებებს და განვსაზღვრავთ ჩვენს მოვალეობებს.
ჩვენ არ შევალთ არც საქართველოს და არც ჩვენი მეგობარი რუსეთის შემადგენლობაში.
ჩვენ არ ვართ „საქართველოს ოკუპირებული ტერიტოირია".
აფხაზეთის ლეგიტიმურმა მთავრობამ, ხალხის არჩეულმა, ნება დართო რუსეთს დროებით განეთავსებინა თავისი ჯარი. ისინი იქ ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ არ დგანან და გავლენ თანდათან მას შემდეგ რაც საქართველოს მხრიდან საფრთხე მოიხსნება და შესაბამის იურისდიულ გარანტიებს მოგვცემენ.
ჩვენ - სახელმწიფო ვართ.
ჩვენი დამოუკიდებლობა არა მოსკოვის პროექტი არამედ ჩვენი უძველესი ხალხის ნებაა.
კოსოვო აღიარეს, აფხაზეთი კი 1200 წლოვანი სახელმწიფოებრიობის ისტორიით - არა. რაშია სხვაობა - ძნელად გვესმის. რამდენი აფხაზი უნდა დაიღუპოს კიდევ ჩვენ რომ გვაღიაროთ? აფხაზური ეთნოსის 3,5 % არასაკმარისია?
საქართველოს „ნეიტრალური პასპორტები" არ მივიღეთ, იმიტომ რომ ჩვენს მიერ მათი მიღება მანიშნებელი იქნებოდა იმისა, რომ ჩვენ ეჭვი შეგვეპარა იმაში, რომ ჩვენ სახელმწიფო ვართ.
მოგვეცით უფლება ვიმგზავროთ ჩვენი პასპორტებითდა ნუ გვაღიარებთ ჯერ.
1933 წლის მონტევიდეოს კონვენციის მიხედვით თუ არის ტერიტორია, თუ არის ხელისუფლება და მოსახლეობა ესე იგი არის სახელმწიფოც. ამიტომაც დამოუკიდებელი აფხაზეთი უკვე 1993 წლიდან არსებობს და საერთაშორისო საზოგადოების წევრების საქმეა მისი აღიარება.
არ მაქვს იმის ილუზია, რომ ხვალ დილით ჩვენ უკვე ევროკავშირი გვაღიარებს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი შეხვედრები რეგულარული გახდება და რომ თქვენ გაიგონებთ აფხაზეთის ხმას.
საქართველოს ყველა საშუალება აქვს. მისი ხმა ყველა ევროპული ტრიბუნიდან ისმის. აფხაზეთის ხმა კი - არსად.
საქართველოს ჩვენი იზოლირება სურს იმიტომ რომ ეშინია მსოფლიომ სიმართლე არ გაიგოს.
ჩვენ ღია ვართ ურთიერთობისათვის. ჩამობრძანდით ჩვენთან და მოგვეცით ნება აქ გამოსვლისა. ჩვენთვის მიშვნელოვანია ჩვენ მოგვისმინონ.
ღმერთმა ყველა ერი თანასწორი შექმნა მათი რაოდენობის მიუხედავად და თუ ბედი ინებებს რამდენიმე წლის შემდეგ აფხაზური დროშა გაეროს შენობასთან იფრიალებს".