როგორც პრაქტიკა გვანახებს ესეთი რიხითა და ტელეშოუებით დაწყებული გამოძიებები, მერე სასამართლოზე ბლუყუნში გადაიქცევა ხოლმე, - ამის შესახებ უგულავამ თბილისის საქალაო სასამრთლოში, წინა სასამრთლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„ჩვენი შუამდგომლობიდან ერთ-ერთი ჯოზეფ კეის პირველადი ჩვენება სასამართლომ დაუშვებლად ცნო იმ გარემოებათა გამო, რომ ის იყო უკანონოდ მოპოვებული. მე მიმაჩნია, რომ ის გარემოებაც რომ ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ეს ორი ჩვენება და ხელოვნურად არის უბრალოდ „ქოფი ფეისთით" გადაღებული საკმარისი საფუძველი უნდა ყოფილიყო კეის ორივე ჩვენების გასაქარწყლებლად. თუმცა, თითონ ის ფაქტი, რომ ეს გაუქმდა მიუთითებს იმაზე, რომ გამოძიების სტადიაზე მთელი რიგი საპროცესო დარღვევებია ჩადენილი, სამწუხაროდ ეს არ არის ერთ-ერთი მათგანი და შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ძალიან ბევრი ჩვენება მიღებულია უბრალოდ ძალდატანებით. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, მე დღეს უარი ვთქვი ნაფიცმსაჯულთა სასამართლოზე, იმ მოტივით, რომ მე არ მინდა დამატებით კიდევ 12 ადამიანი გაეხვეს შარში. არ მჯერა, რომ დღევანდელ სიტუაციაში მათზე პროკურატურა არ მოახდენს შანტაჟს მათი და ოჯახების წევრების მიმართ. აქედამ გამომდინარე, საკმარისია ის ხალხიც, ვინც აქამდე იტანჯება მათი მხრიდან და კიდევ დამატებით 12 ადამიანის ამ შარში გახვევის სურვილი არა მაქვს და ჩემი მხრიდან არ იქნებოდა გამართლებული. სხვა ჩვეულებრივ შემთხვევაში მე მთელი ჩემი შეგნებით ნაფიცმსაჯულთა სასამართლოს ამოქმედების მომხრე ვიყავი, ვარ და ამის ერთ-ერთი ინიციატორიც ვიყავი. მაგრამ, დღეს ისეთი პირობებია, რომ ჯობია ისევ საერთო სასამართლოს იურისდიქციის განხილვის საგანი იყოს ეს და ამიტომაც ვთქვი უარი და ბოლოს არსებითი განხილვა ნიშნავს იმას, რომ მხარეები წარმოადგენენ მტკიცებულებებს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ისევე, როგორც პრაქტიკა გვანახებს ესეთი რიხითა და ტელეშოუებით დაწყებული გამოძიებები, მერე სასამართლოზე ბლუყუნში გადაიქცევა ხოლმე. ამიტომ, ჩვენ ჩვენი სიმართლის გვჯერა, მე დარწმუნებული ვარ ჩემს უდანაშაულობაში. არსებითად მიმაჩნია, რომ სასამართო განხილვის მიზეზი არ არის ის ეპიზოდები რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ. მარტივად გეტყვით ერთ შემთხვევაში, იმედის შემთხვევაში და მთლიანად მთელ მაგ ისტორიაში საქართველოს მთავრობა-კოლეგიალური ორგანო, საქართველოს პარლამენტი-არჩევითი კოლეგიალური ორგანო, თბილისის საკრებულო-არჩევითი კოლეგიალური ორგანო, ქალაქ თბილისის მთავრობა ასევე კოლეგიალური ორგანო, ანუ გადაწყვეტილება მიღებულია პრაქტიკულად ყველა საქართველოში არსებული კოლეგიალური და არჩევითი ორგანოების მიერ, შესაბამისად ამ ორგანოების გადაწყვეტილება მართლზომიერია თუ არა, ის არის პოლიტიკური შეფასების საგანია და მასზე შეფასება შეიძლება იყოს მხოლოდ პოლიტიკური ან ამას საზოგადოება უნდა აფიქსირებდეს არჩევნებზე. ამიტომ, თითონ არსით ეს ორივე საქმე არის თავიდან ბოლომდე პოლიტიკური ხასიათის და ის საერთოდ არაფერ კავშირში არ არის ჩემის აზრით არც პროკურატურასთან და არც სასამართლოსთან. მაგრამ, სადაც ვიღაცის წერილების მიმოწერას იკვლევს პროკურატურა გასაკვირი არ არის რომ მსგავსი რაღაც სისულელეებით დაკავდეს. ნუ ეხლა ეს უკვე მათი პოლიტიკური არჩევანია, ჩვენ შევეცდებით დავამტკიცოთ ჩვენი უდანაშაულობა, სხვა გზა მანდ არ არის", - განაცხადა უგულავამ.