ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში არსებულ რუსულ საოკუპაციო ბაზაზე ექსპლუატაციაში ყაზარმული კომპლექსი ჩაბარდა, რომელიც 1150 ოკუპანტზეა გათვლილი.
გახსნის საზეიმო ცერემონიალს ოსი სეპარატისტები და რუსეთის 58-ე არმიის სარდლობა ესწრებოდა. 58-ე არმიის ხელმძღვანელმა ანდრეი გურულიოვმა რუს სამხედროებს „ახალმოსახლეობა" მიულოცა და აღნიშნა, რომ ბაზის გაფართოება და კეთილმოწყობა გრძელდება და ამჟამად შენდება სკოლები და ბაღები სამხედრო მოსამსახურეთა შვილებისათვის.
ყაზარმების გახსნის ცერემონიალზე ე.წ. რუსეთის ელჩმა ელბრიუს კარგიევმა აღნიშნა, რომ „რუსეთის სამ უმსხვილებს სტრუქტურას, რომელიც წარმოდგენილია სამხრეთ ოსეთში - საელჩოს, მე-4 სამხედრო ბაზას და „ეფ-ეს-ბეს" სასაზღვრო სამმართველოს სამხრთ ოსეთსა და მთელს კავკასიაში მშვიდობის დაცვა ევალება და ისინი მას პოლიტიკური, სამხედრო და ნებისმიერი სხვა საშუალებით შეასრულებენ".
მასალის გამოყენების პირობები