გასული ერთი კვირის განმავლობაში რუსმა ოკუპანტებმა და ოსმა სეპარატისტებმა კიდევ ე.წ. საზღვრის 12 ე.წ. დამრღვევი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, 12 დაკავებულიდან ორი საქართველოს მოქალაქეა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისათის ოთხი დაკავებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო სამმართველოში იმყოფება და მათ მიმართ ის საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომლებიც ასეთ შემთხვევაშია გათვალისწინებული.
„რვა დაკავებული კი დააჯარიმეს და სასამართლოს გაათავისუფლეს, მათ შორის იყო გორის რაიონის მცხოვრები ნუგზარ დვალიშვილი. ის საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა", _ წერენ სეპარატისტები.
მასალის გამოყენების პირობები