საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქარიშხლის შედეგად მიყენებული ზარალის საერთო რაოდენობამ 10 000 ლარი შეადგენა. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ ემზარ კუჭუაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ძირითადად სოფელი უდაბნო დაზარალდა. ქარიშხალმა რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა, მოგლიჯა ხეები და ელექტრო ბოძები. ამჟამად ელექტროენერგიის მიწოდება სრულად არის აღდგენილი.
„დაზიანებული სახურავების შეკეთება უკვე დაწყებულია. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის თანხები გამგებლის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო", - განაცხადა საგარეჯოს გამგებლის მოადგილემ.