„ქართული მხარის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებს ხელმოწერის საკითხში წინ წაწევა ვერ მოხერხდა", _ ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგების შესახებ გაავრცელეს.
„გამართული რაუნდის შედეგები იმედგაცრუებისა და შეშფოთების გრძნობას იწვევს ამ მნიშვნელოვანი ფორუმის პერსპექტივის საქმეში", - ნათქვამია სერგეი ლავროვის უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მოლაპარაკებებზე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა, „იმ პირობებში, რომ საქართველო უარს აცხადებს
იურიდიულად სავალდებულო შეთანხმების გაფორმებაზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ სასაზღვრო რეჟიმის დაცვა მეზობელ სახელმწიფოებთან არის განუყოფელი პირობა ადგილობრივი მოსახლების უსაფრთხოებისა და რეგიონში სტაბილურობის დაცვისათვის".
„ორი ქვეყნის დელეგაციებმა კვლავ დაადასტურეს თავისი მზაობა საქართველოსთან ერთობლივი კომისიების შექმნის შესახებ საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებში".
ამას გარდა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილებულია გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ წარდგენილ რეზოლუციაზე და ნათქვამია, რომ იმის გამო, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის წარმმომადგენლებს იქ ყოფნის საშუალება არ მიეცათ „ამ ორი რესპუბლიკის დელეგაციამ ამ თემატიკის ჟენევაში პარალელურად განხილვა არამიზანშეწონილად მიიჩნია".
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდი მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება.