კახეთის მუნიციპალიტეტების პოლიკლინიკა - ამბულატორიული გაერთიანებების მონაცემებით, 2010 წელს კახეთში დაიბეტით დაავადებულთა რიცხვი გაიზარდა.
2008 წელს კახეთის რეგიონში დიაბეტით დაავადებული 2407 ადამიანი იყო რეგისტრირებული; 2009 წელს 2779, ხოლო 2010 წლის იანვარ - თებერვალში დიაბეტის 194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დიაბეტის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მოსახლეობის 8% შაქრიანი დიაბეტითაა დაავადებული. არაოფიციალური სტატისტიკით კი, დაავადებულთა რაოდენობა 300 ათასს აჭარბებს.
სპეციალისტების თქმით, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა მატება არასწორი კვების, ცხოვრების არაჯანსაღი წესისა და დიაბეტის პრევენციის შესახებ ნაკლები ინფორმაციის შედეგია.
მსოფლიოში ყოველ წუთში დიაბეტით 12 ადამიანი ავადდება.