დღეს, 26 თებერვალს, 14:00 საათზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის სკოლების მასწავლებლებს შეხვდებიან. ცენტრის წრამომადგენელ;ები მათ სასერტიფიკაციო გამოცდებთან დაკავშირებით მიაწვდიან ინფორმაციას და პედაგოგების კითხვებს უპასუხებენ.
25 თებერვალს მიმინოშვილი და ცენტრის წარმომადგენლები ქუთაისის სკოლების დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს #N1 საჯარო სკოლაში შეხვდნენ. შეხვედრა აბიტურიენტთათვის 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული სიახლეების გაცნობას ითვალისწინებდა.
მოსწავლეთა კითხვებს ცენტრის საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა უპასუხეს.