,,მაშინ, როცა ჩვენმა ჯარმა ამ დონის დარტყმა განიცადა, ცოტა უზნეობად მიმაჩნია კონგრესის მიერ ამ დოკუმენტის გამოცემა, ასეთი ხასიათით და ასეთი შინაარსით", -განაცხადა უმრავლესობის წევრმა ზურაბ კვაჭანტირაძემ. როგორც კოალიციია ერთ-ერთმა ლიდერმა ,,პოზიციაში " განაცხადა მისთვის მიუღებელი კონგრესის მიერ ამგვარი შინაარსის დოკუმენტის გამოქვეყნება.
,,ამას ხაზგასმით ვამბობ და ხელს მოვაწერ ნებისმიერ დროს, ეწყინება ეს ვინმეს, თუ არ ეწყინება ამას არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ჩემი ქვეყნის ინტერესებშია ახალ რასაც ვლაპარაკობ", _განაცხადა კვაჭანტირაძემ.
ზურაბ კვაჭანტირაძე აშშ-ის კონგრესმენების მიერ მსგავსი ტიპის დოკუმენტის გამოქვეყნებას არასწორ ინფორმირებულობას უკავშირებს.
,,მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტი ძალიან მკვახეა, არ შეიძლება ჩვენ ეს ასე გავატაროთ და რაღაც ნიველირება გაუკეთოთ, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ყველაზე დიდი მოკავშირე ქვეყანა, რომელთანაც ჩვენ დაკავშირებული ვართ სტრატეგიული ქარტიით, ნამდვილად არის ცალმხრივად ინფორმირებული და ჩვენ პირობას ვდებთ საზოგადოების წინაშე, რომ მისი ცალმხრივად ინფორმირებულობა უახლოეს დღეებში აღმოფხვრილი იქნება. ძალიან დიდი იმედს გამოვთქვამთ, რომ საბოლოო ჯამში დოკუმენტი იქნება სხვანაირი ხასიათის", _განაცხადა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, აშშ-ის კონგრესმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ამჟამინდელი ოპოზიციის წევრების მიმართ გატარებული ზომები, როგორც ჩანს, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
კონგრესი ხაზს უსავამს, რომ საქართველო უაღრესად ღირებული მოკავშირეა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის და რომ საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა ორ ქვეყანას შორის საერთო ინტერესებისადმი ერთგულება, მათ შორის ავღანეთში, ISAF-სა და ერაყში მულტინაციონალურ ძალების მისიაში ქართული სამხედროების მონაწილეობით.
ასევე, 2012 წლის ოქტომბერში, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარება საქართველოს მთავარი მიღწევაა თავისუფალი საზოგადოებისა და სრული დემოკრატიისკენ სვლის კუთხით. "2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების 100-მდე წევრი გასამართლდა დანაშაულებრივი ქმედებებისთვის. მსგავსი ბრალდება წაუყენეს ოპოზიციის წევრებსაც, მათ შორის ვანო მერაბიშვილს, "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს. ოპოზიიური პარტიის ლიდერის დაკავება განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რადგან ამან შესაძლოა, გავლენა იქონიოს თავისუფალ პოლიტიკურ არჩევანზე 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე", - ნათქცვამია განცხადებაში.
"საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი მაღალჩინოსნებისა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გატარებულმა ზომებმა, რომლებიც ნაწილობრივ პოლიტიკურად მოტივირებულია, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ნეგატიური დარტყმა მიაყენოს აშშ-ისა და საქართველოს შორის თანამშრომლობას, მათ შორის პოლიტიკური, ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხებში მყარი ურთიერთობის დამყარების მცდელობაში, ისევე როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ინტეგრაციის წინსვლას", - აცხადებს კონგრესი.