რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი რუსულ მედიასაშუალებებთან საუბარში საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გაფუჭებაში კვლავ საქართველოს ადანაშაულებს.
"ურთიერთობები მოსკოვმა კი არა თბილისის ახლანდელმა რეჟიმმა შეწყვიტა, სააკაშვილი შეგნებულად აკეთებდა იმ სამუშაოს, რომელიც მომგებიანი მხოლოდ მათთვის, ვისაც ჩვენს ხალხებს შორის კავშირებით გაწყვეტა საბოლოოდ სურს", _ აცხადებს სერგეი ლავროვი.
მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტს არაერთხელ განუცხადებია, რომ რუსეთს პირადად საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან არავითარი კონტაქტი არ ექნება, თუმცა ამასთან მან აღნიშნა, რომ რუსეთი ქართულ მხარესთან კონტაქტებს არ გაურბის.
"ჩვენ არასოდეს გაგვიწყვეტია კონტაქტები ხელოვნების ხაზით _ კულტურის მოღვაწეებთან, ინტელიგენციასთან და ეკლესიასთან. აქ ჩვენ არ გვაქვს არავითარი ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ ქართველი და რუსი ხალხის დამაკავშირებელი მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობები ყველა იმ პოლიტიკურ პეპელაზე ძლიერია, რომლებიც ხანდახან ქარით შემოფრინდებიან ხოლმე", _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები