ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ განაცხადა, რომ ლატვია უკრაინის ენერგეტიკის მხარდაჭერის ფონდში წვლილს შეიტანს.
როგორც ბრაჟემ განმარტა, ლატვია რუსეთის მიერ განხორციელებული დარტყმების შემდეგ უკრაინის ენერგოქსელის მხარდასაჭერად ჯამში 200 000 ევროს გამოყოფს.
„რუსეთი ზამთარს იარაღად იყენებს - ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის ენერგეტიკული სექტორის მხარდაჭერა.
„უკრაინის უსაფრთხოება ჩვენი უსაფრთხოებაა“, - წერს ლატვიის საგარეო უწყების ხელმძღვანელი Х-ზე.