დღეს, 25 თებერვალს, 11:00 საათზე რუსთავში, 9 მაისის ქ. #8-ში დევნილებისთვის რეაბილიტირებული საცხვრებელი ფართების პრეზენტაცია გაიმართება.
ღონისძიებას ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი კობა სუბელიანი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის უფროსი პროგრამ-ოფიცერი რიტა რიხტერი, რუსთავის მერი მამუკა ჩიქოვანი და საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთისა და კახეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი დავით ჭყონია დაესწრებიან.