ამ დრომდე ცხინვალის ციხეში რჩება 24 წლის როსტომ სოსიაშვილი, რომლის მონახულებასაც საერთაშორისო წითელი ჯვრის წარმომადგენლები აპირებენ. ისინი დღეს იმყოფებოდნენ გატაცებულის ოჯახში, საიდანაც მისი ფოტოსურათები წაიღეს.
გატაცებულის ოჯახი აღნიშნული საკითხის მოგვარებაში დახმარებას საზოგადოებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვს. აღსანიშნავია, რომ რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, გატაცებული ახალგაზრის ბედი უახლოეს დროში გადაწყდება. მის გასათავისუფლებლად მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
"სოსიაშვილის ბედი უნდა გადაწყდეს საკმაოდ მალე", _ განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ამ დილიდან დანარჩენი საქართველოს ტერიტორიაზე თვითნებურად გადმოწეული ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გამაგრებითი სამუშაოები განაახლეს. ამჟამად სოფელ დიცში სამუშაოები შეჩერებულია.
მასალის გამოყენების პირობები