კახეთში, ახმეტა-თელავის 22 კილონეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა.
გზის გახსნას საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ნიკოლაიშვილი პირადად დაესწრო.
შეიცვალა გზის საფარი, დამონტაჟდა სანიაღვრე სისტემები და საგზაო ნიშნები.
სამუშაოები 2009 წელს დაიწყო და ის 5 600 მლნ ლარი დაჯდა.
"ეს არის მნიშვნელოვანი გზა, რადგან ის უამრავ სოფელს აკავშირებს", - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.