საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მტიცებით, რუსეთს არ შერჩება ის, რაც შარშან აგვისტოში ჩაიდინა.
"მათ არ შერჩებათ ის ტერიტორიები, რაც დროებით მიიტაცეს", - აღნიშნა სააკაშვილმა დღეს გორში ყოფნისას.
"ეს გადამთიელები, როგორც ჩამოვიდნენ და ცდილობენ ფეხის მოკიდებას საქართველოს მიწაზე, ასევე გადაჯიშდებიან, მოშორდებიან და აორთქლდებიან ჩვენი მიწიდან", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
ამასთან, შარშანდელ ომზე საუბრისას სააკაშვილმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს ჰქონდა არჩევანი: "ან ჩეჩნეთივით მიწასთან გასწორებულიყო, გაჰყოლოდა ავღანეთის გზას და მრავალწლიანი წინააღმდეგობა გაეწია დამპყრობლისთვის. ან აერჩია ის, რაც, გააკეთეს გერმანიამ და სხვა აღმოსავლეთ ევროპულმა სახელმწიფოებმა, როდესაც განვითარებასა და გაძლიერებაზე გაამახვილეს ყურადღება".