დღეს იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი მასიოშ კამოჰარა მეუღლესთან ერთად ქუთაისში იმყოფებოდა. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო, ელჩს მასპინძლობა მხარის გუბერნატორმა, ლაშა მაქაცარიამ და ქალაქის მერმა, გიორგი თევდორაძემ გაუწიეს.
შეხვედრაზე იაპონიის ელჩმა დიდი დაინტერესება გამოხატა ქალაქის მიმართ, დაინტერესდა იმ პროექტებით, რომლებიც დღეისათვის ხორციელდება.
"ჩვენი საელჩო ერთი წლის წინ გაიხსნა თბილისში , ამიტომ არაა გასაკვირი, რომ ნელ ნელა ვეცნობით ამ მხარეს. ჩვენ სურვილი გვაქვს ქუთაისში ბევრი იაპონელი ჩამოვიყვანოთ, ეს, კი ხელს შეუწყობს ქალაქში ინვესტიციების მოზიდვას და ახალი პროექტების განხორციელებას. მზად ვართ გავეცნოთ თქვენი პროექტების ჩამონათვალს და მათ გნხორციელებაში მივიღოთ მონაწილეობა. ბიზნესწინადადებების გარდა ჩვენ ბევრი ეკონომიკური პროექტიც გვაქვს დიდი და პატარა მასშტაბის, ასე რომ მოგვაწოდეთ წინადადებები, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისათვის", - განაცხადა იაპონიის ელჩმა.
გუბერნატორმა და ქალაქის მერმა მადლობა გადაუხადეს საპატიო სტუმრებს და აღნიშნეს, რომ მათი სტუმრობა მნიშვნელოვანია როგორც რეგიონისთვის ასევე ქალაქისთვის, ასევე ხაზი გაუსვეს ზესტაფონი - სამტრედია - ქუთაისის გზის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც საბანკო სექტორისა და იაპონიის მხარდაჭერით ხორციელდება.
სტუმრებმა ქალაქის მერთან ერთად ინდუსტრიული ზონა დაათვალიერეს