მოსკოვის მერმა იური ლუჟკომა ხელი მოაწერა განკარგულებას სეპარატისტული აფხაზეთისათვის ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ. რუსული მედიის ინფორმაციით, მოსკოვიდან აფხაზეთში კომპიუტერული მოწყობილობები, ორგტექნიკა, საკაბელო პროდუქცია, ავტომობილის საბურავები და დისტანციური მართვთვის მოწყობილობები გაიგზავნება.
ამას გარდა, მოსკოვიდან სეპარატისტულ აფხაზეღში ასევე გაემგზავრება საავარიო-სამაშველო ავტომობილი. ერთი სასწრაფო დახმარების ავტომობილი, ლაბორატორიული მოწყობილობა და სამედიცინო ავეჯი. ასევე, იური ლუჟკოვმა გასცა განკარგულება გაგზანილი ტექნიკით სარგებლობის სწავლების შესახებ სეპარატისტულ აფხაზეთში.
რუსული მედია ასევე აღნშნავს, ჰუმანიტარული ტვირთის აფხაზეთში ჩატანასა და საბაჟო გადასახადებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან უკვე გამოყოფილია 1,2 მილიონი რუბლი.