,,მარგველაშვილი თუ მიიჩნევს, რომ ახალი შრომის კოდექსი მიუღებელია, მინიმუმ ვიცე-პრემიერობიდან უნდა გადადგეს"_ განაცხადა ,,პირველი რადიოს" პრესკლუბში სტუმრობისას კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა კობა დავითაშვილმა გიორგი მარგველაშვილის განცხადბის კომენტირებისას.
,,გიორგი არის ვიცე-პრემიერი და ეს კანონპროექტი რასაც შრომის კოდექსი ჰქვია მთავრობის სხდომაზე იქნა განხილული, მათ შორის მარგველაშვილის მონაწილეობით. ეს მოხდა რამდენიმე თვის წინ. პირველი მოსმენით ამ საკითხის განხილვა დაიწყო ჯერ კიდევ შარშან. შეძლება ბატონი გიორგის განცხადება არ იყო განკუთვნილი საჯარო გამხაურებისთვის, რადენადაც ეს ჩანწერი რომელიც ვნახე ტელეფონით ან სხვა რაიმე საშუალებით არის გადაღებული. ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მისი განცხადების კონტექსტი უკვაშირდებოდა კვლავ პირველი მაისის აქციას და მან ერთმნიშვნელოვნად დაადანაშულა სტუდენტები პოლიციასთან შეჯახებაში. მან აღნიშნა, რომ სტუდენტები კიდევ პოლიციელებს ურტყავდნენო. თან თქვა, რომ პარლამენტში ისეთი კოდექსი შეიტანეს, რომელიც როზა ლუქსემბურგის ოცნება იყოო. გეგონება ამ მთავრობის ვიცე-პრემიერი თვითონ არ იყოს და მას არ შეეტანოს. მემგონია რომ საკუთარ თავთან მოდის წინააღმდეგობაში. ლოგიკური იქნებოდა თუ ბატონი გიორგი ამას ღიად განაცხადებდა მთავრობის სხდომაზე", _ განაცხადა დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილის განაცხადებით, პარლამენტში როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული.
"პარლამენტში ისეთი შრომის კოდექსია შესული, ვერავინ ვეღარ გაინძრევა. როზა ლუქსემბურგის ოცნების შრომის კოდექსია შესული, როზა ლუქსემბურგის ოცნებას თუ ვახდენდით, არ ვიცოდი. შიგნით ისეთები წერია, საერთოდ დამსაქმებელი ვეღარ გაჭაჭანდება საქართველოში, ვერც სახელმწიფო და ვერც ბიზნესი. ეს ძალიან პრობლემურია, მით უმეტეს, ქვეყანაში, სადაც ბიზნესი უნდა განვითარდეს, სადაც ხელისუფლებამ რეფორმები უნდა გაატაროს. ამ შრომის კოდექსის შეტანა იყო აბსოლუტურად არასწორი. ამ ფონზე, ესენი პოლიციას ურტყამენ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ახალი შრომის კოდექსი პროფკავშირების დიქტატის საფუძველზე დაიწერა.
მასალის გამოყენების პირობები