ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი "გაზპრომის" წარმომადგენლებს შეხვდა. ე.წ. სამხერთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს გაზსადენის მშენებლობასთან დაკავშირებული როგორც ტექნიკური ისე ფინანსური საკითხები.
ოსური მხარის ინფორმაციით, შეხვედრაზე "გაზპრომის" წარმომადგენელმა ალექსანდრე ბარტმა ისაუბრა რიგ არასასიამოვნო ფინანსური ხასიათის საკითხზე, რომელიც "სტროიპროგრესის" ხელმძღვანელს ალბერტ ჯუსოევს ეხებოდა. მისი თქმით, აღმოჩენილია რიგი დარღვები, მაგრამ ამ საკითხების განხილვა ამჟამად ვერ ხერხდება იმის გამო, რომ ჯუსოევი "კავშირზე არ გამოდის".
მისივე თქმით, "გაზპრომში" უკვე კარგა ხანია მიხვდნენ, რომ ჯუსოევთან თანამშრომლობის დალაგება შეუძლებელია და მხოლოდ "სასამართლო განხილვა იქნება". ამავე დროს "გაზპრომის" წარმომადგებელი აცხადებს, რომ მათ უკვე დაიქირავეს სხვა ფირმა "რომელიც ჯუსოევის მიერ შეუსრულებელი სამუშაოს შესრულებას შეუდგება, ხოლო თავად ჯუსოევი აქ აღარ იქნება".