საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "გლობალ-აგრო" სოფლის მეურნრობის სამინისტროს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და რწმებას გამოთქვამს, რომ სფეროში დაწყებული რეფორმები იქნება შეუქცევადი და საფრთხე არ შეექმნება დარგის განვითარებას.
"საქართველოს სოფლის მეურნრობის სამინისტროს ირგვლივ ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია "გლობალ-აგრო" გამოთქვამს რწმენას, რომ ქვეყნის ამ უმნიშვნელოვანეს სფეროში დაწყებული რეფორმები იქნება შეუქცევადი და საფრთხე არ შეექმნება დარგის განვითარებას.
ასოციაციის საქმიანობიდან გამომდინარე, ჩვენ ინტენსიური კავშირი გვქონდა ბატონ დავით კირვალიძესთან; ვიცით მისი მუშაობის სტილი და ვაფასეთ მას, როგორც მაღალი რანგის, საერთაშორისო დონის პროფესიონალს.
ვფიქრობთ, დავით კირვალიძემ თავისი განცხადებით დაადასტურა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და იმ ღირებულებებისადმი პატივისცემა, რომლებიც უზრუნველყოფენ სწორ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას.
მიგვაჩნია, რომ არსებული გაუგებრობა მხოლოდ დროებითი მოვლენაა და საზოგადოება უმოკლეს ვადაში მიიღებს ამომწურავ და ყოვლისმომცველ განმარტებებს", - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.