რუსული მხარე აპირებს ჟენევის დისკუსიები მონაწილე აფხაზური და ე. წ. სამხრეთოსური დელეგაციის წევრები დაპატიჟებას ეუთოს სემინარზე, სახელწოდებით "კონფლიქტების აღკვეთა და დარეგულირება: წარმატებული სტრატეგია და პრაქტიკა". სემინარის ჩატარება თემატური სესიის "კორფუსის პროცესის" ფარგლებში ხვალ, 23 თებერვალს ჩატარდება. განცხადება ამის შესახებ ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში რუსეთის წარმომადგენელმა ანვარ აზიმოვმა თებერვლის დასაწყისში ეუთოს მუდმივმოქმედი საბჭოს სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, რუსული მხარე მიიჩნევს, რომ აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლების მონაწილეობა კონფერენციაში სასარგებლო იქნება იმიტომ, რომ მათ შეეძლებათ მოგვითხრონ თავიანთი მოსაზრება 2008 წლის აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით.
ანვარ აზიმოვი კონფერენციაზე ჰაიდი ტალიავინის მიპატიჟებასაც აპირებს, "რათა მისი ხელმძღვანელობით შექმნილი კომისიის მიერ შარშან მომზადებული დასკვნის განხილვა შედგეს".