ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "დიდების მემორიალის" დემონტაჟისას მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულ საქმეზე განაჩენი გამოოიტანა.
ქუთაისის საქალაქო სასამარლოს ინფორმაციით, კომპანია "საქფეთქმშენის" ტექნიკურ დირექტორს ავთანდილ დარსაველიძეს მემორიალის აფეთქებისას უსაფრხოების ნორმების დაუცველობის გამო ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. კომპანიის ქუთაისის მონაკვეთის ხელმძღვანელს ელგუჯა გაბადაძეს 3,5 წელი ხოლო კომპანიის თბილისის მონაკვეთის ხელმძვანელს თენგიზ დარახველიძეს 2 წელი.
შეგახსნებთ, რომ ქუთაისში "დიდების მემორიალის" დემონტაჟი 2009 წლის 19 ნოემბერს განხორციელდა. უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო აფეთქებისას ორი ადამიანი გარდაიცვალა და რამდენიმე დაიჭრა.