აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ხუთშაბათს, 19 ოქტომბერს, შენჭენში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში შეხვდებიან ერთმანეთს. თეთრი სახლის პრესსპიკერმა ოლივია უელსმა დაადასტურა მედიის მიერ ადრე გავრცელებული ინფორმაცია.
მისი თქმით, სახელმწიფოების მეთაურების ისტორიაში პირველი სამმხრივი შეხვედრის მთავარი თემა ბირთვული იარაღის კონტროლის შესახებ ყოვლისმომცველი შეთანხმების შემუშავება იქნება.
„ჩვენ არ ველით ამ შეხვედრაზე რაიმე შეთანხმების გაფორმებას. საწყის ეტაპზე, ეს იქნება, ლიდერების პირველი საუბარი“, - დასძინა მან.
The New York Times-ის ცნობით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა შეიძლება იყოს აშშ-ირანი ომი და ჩრდილოეთ კორეის ირგვლივ არსებული სიტუაცია. ამასთან, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შეხვედრაზე განიხილონ უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულება.
„ჩინეთი ამ პროცესის მხარე არ არის, ამიტომ უკრაინის საკითხის აქ განხილვა შეუფერებელი იქნება“, - განმარტა NYT-ის წყარომ. მან ასევე აღნიშნა, რომ პუტინსა და ტრამპს შორის ორმხრივი შეხვედრა დაგეგმილი არ არის.
ოქტომბერში, The Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ პუტინმა ჩინეთში APEC-ის სამიტის დროს ტრამპსა და სი ძინპინს სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. მედია იუწყებოდა, რომ რუსეთის ლიდერს ამ ფორმატში, ევროკავშირისა და კიევის წარმომადგენლების მონაწილეობის გარეშე, სურდა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დასრულების პირობების განხილვა. ტრამპმა განაცხადა, რომ მზად იყო ასეთი შეხვედრის ჩასატარებლად, თუმცა უპირატესობას ბირთვული განიარაღების საკითხებს ანიჭებდა.