აფხაზური მხარის ინფორმაციით, უკვე წელიწადნახევრზე მეტია რაც ახალი ათონის მონასტრის სახურავის სარემონტო სამუშაოებს ჩელიაბინსკის შ.პ.ს. "მორიონი" აწარმოებს. მათივე ინფორმაციით, ამ ფირმის სპეციალისტებმა მონასტრის 16 სახურავი უკვე ააწყვეს და ამჟამად ისინი პანტელეიმონის ტაძრის ძველი სახურავის აღდგენითი სამუშაოებით არიან დაკავებულნი.
"ეს ძალიან რთული და საფრთხილო სამუშაოა. ძალიან ბევრია კუთხეები, გადასვლები, რომელთა დამზადებაც ხშირად ხელით გვიწევს. მუშები 22-26 მეტრის სიმაღლეზე მუშაობდნენ. საერთო ჯამში კი ჩვენ დაახლოებით ორი ათასამდე კვადრატული მეტრი გვაქვს შესაცვლელი", _ აცხადებს ჩელიაბინსკური ფირმის წარმომადგენელი გარუფ ისხუჯინი.
ამის პარალელურად, სოჭის ფირმა "ოტდელსტროიმ" ტაძრის კედლების სარემონტო სამუშაოები დაიწყო. აფხაზური მხარის ინფორმაციით, რესტავრაციის შემდეგ ტაძარი თეთრი ფერის იქნება.
აფხაზური მხარე ასევე იუწყება, რომ ახალი ათონის სამონასტრო კონპლექსის რესტავრაციის შემდეგ რიგში სოფელ ლიხნში მდებარე ტაძრის რესტავრაციაა.
მასალის გამოყენების პირობები