ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ თაგილონში დოდო ბერაია გვიან ღამით ორმა პირმა სასტიკად სცემა. ამ ინფორმაციას ,,მეცხრე არხი" ავრცელებს.
დაზარალებულის განცხადებთ, ბოროტმოქმედებები მის
გატაცებას ცდილობდნენ, რათა შემდეგ მის შვილისთვის გამოსასყიდი მოეთხოვათ. დაზარალებულს ბოროტმოქმედებმა ხელბორკილები დაადეს და პირი აუკრეს.
მარტოხელა ქალბატონი მეზობლებმა გადაარჩინეს და
ზუგდიდის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსეს. Dდოდო ბერაიას ხელისა და სახის არეში მრავლობითი დაზიანებები აღენიშნება.
დაზარალებული შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს, თუმცა აფხაზეთში მშობლიურ სახლში რამდენიმე დღით იყო ჩასული. ექიმებმა დოდო ბერაია საავადმყოფოდან უკვე გაწერეს და ის მისმა შვილებმა თბილისში გადაიყვანეს.