დღეს საქართველოს მასშტაბით ქარიანი ამინდი შენარჩუნდება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჰიდრომეტეოროლოგიური კვლევის ცენტრის მონიტორინგისა და პრონგოზირების სამსახურის ხელმძღვანელმა სვეტა ნიორაძემ განაცხადა, არამდგრადი ამინდი 24 აპრილამდე შენარჩუნდება.
,, დღეს და ხვალ საქართველოში ქარია მოსალოდნელი. რაც შეხება ქარის სიჩქარეს ის 17-22 მ/წმ-დე შენარჩუნდება", -განაცხადა სვეტა ნიორაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში და აღნიშნა, რომ 24 აპრილამდე ტემპერატურა 15 გრადუსამდე შენარჩუნდება.
,,24 აპრილამდე აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 15 გრადუსამდე შენარჩუნდება, ხოლო დასავლეთ საქართველოში ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება", -განაცხადა სვეტა ნიორაძემ და აღნიშნა, რომ არამდგრადი ამინდი წვიმის ფონზე შენარჩუნდება.
მისივე განცხადებით, არამდგრადი ამინდის მიუხედავად, წყალდიდობა მოსალოდნელი არ არის.