საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შუალედური არჩევნებისთვის საარჩევნო კამპანიაში ჩაერთო. Aამ მიზნით, სააკაშვილი ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში იმყოფებოდა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტს მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
პრეზიდენტთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორი, ვახტანგ ბალავაძე და საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე. როგორც ჟურნალისტებთან გიორგი თევდორაძემ განაცხადა მიხეილ სააკაშვილის მოსახლეობასთან შეხვედრა წინასაარჩევნო კამპანიის ფორმატში შედგა.
შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები 27 აპრილს სამ საარჩევნო ოლქში სამტრედიაში, ბაღდათსა და ნაძალადევში გაიმართება.