ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად (NDI) გამოკითხულთა 72% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, ხოლო 28 დასაქმებულად. ამასთან კვლევის თანახმად, დასაქმებულად თავს უფრო მეტი მამაკაცი მიიჩნევს, ვიდრე ქალი. რაც შეეხება დასაქმებას ასაკის მიხედვით, საშუალო ასაკის ადამიანები უფრო დასაქმებულები არიან, ვიდრე ახალგაზრდა და 56 წლის ასაკის ზემოთ ადამიანები.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარდა 2013 წლის 13 მარტიდან 27 მარტის პერიოდში. Kკვლევისას საქართველოს მასშტაბით 3 103 რესპონდენტი პირისპირი ინტერვიუს პრინციპით გამოიკითხა.
კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი +-2, 5%. NDI-ის კვლევა შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტომ დააფინანსა, ხოლო კვლევა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა ჩაატარა.