საერთაშორისო სავაჭრო პალატა (ICC-საქართველო) შეშფოთებას გამოთქვამს შრომის კოდექსის პროექტის ორ ძირითად დებულებასთან დაკავშირებით, რომლებიც დამტკიცდა საქართველოს მთავრობის მიერ და რომელთა განხილვაც ამჟამად მიმდინარეობს პარლამენტში. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე სხვა როგორც საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, წინააღმდეგობრივ მუხლთან დაკავშირებით მიღწეულ იქნა კომპრომისი, უცვლელი რჩება ორი უმთავრესი პრობლემა:
შრომის კოდექსიდან ფიქსირებული ვადის ხელშეკრულებების დებულების ამოღება. ახლანდელი შრომის კოდექსის პროექტის მიხედვით, სავალდებულოა დასაქმების უვადო ხელშეკრულებები. აღნიშნული მნიშვნელოვან ზეგავლენას მოახდენს კონკურენციასა და კარიერული განვითარების შესაძლებლობებზე და ხელს შეუწყობს არა-ოფიციალურ დასაქმებას.
ICC-საქართველო რეკომენდაციას იძლევა, განახლებული შრომის კოდექსით ნებადართული იყოს ფიქსირებული ვადის ხელშეკრულებები.
დამქირავებლების დასაქმების ხელშეკრულებების შეწყვეტის შესაძლებლობის შეზღუდვა. ახლანდელი შრომის კოდექსის პროექტის მიხედვით, აღარ არის ნებადართული დამქირავებლების მიერ დასაქმების ხელშეკრულებების
ცალმხრივი გაწყვეტა. დასაქმების ხელშეკრულებების გაუქმება ნებადართული იქნება მხოლოდ შრომის კოდექსით განსაზღვრული გარკვეული რაოდენობის მიზეზების საფუძველზე.
ICC-საქართველო რეკომენდაციას იძლევა, დამსაქმებლებს შეუნარჩუნდეთ დასაქმების ხელშეკრულებების ცალმხრივად შეწყვეტის უფლება, სამართლიანი და ადექვატური საფუძვლის წარდგენით და დასაქმებულების კომპენსირებით.
პალატაში განმარტავენ, რომ ზემოაღნიშნული ცვლილებები გამოიწვევს უამრავ სასამართლო დავას, რაც კომპანიებს აიძულებს დროის და რესურსების ხარჯვას დავებზე. ცვლილებები უზარმაზარ ზეგავლენას მოახდენენ მცირე და საშუალო ბიზნესებზე, რომელთათვის სათანადო ადამიანური რესურსების მენეჯმენტის სისტემები მიუწვდომელია. აღნიშნული ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესების მიერ არაოფიციალურ დასაქმებას.
იმავდროულად, ICC-საქართველო გამოთქვამს შეშფოთებას იმ პოტენციურ უარყოფით შედეგებთან დაკავშირებით, რომლებსაც გამოიწვევს არაბალანსირებული შრომის კოდექსის პროექტი ეკონომიკაზე.
"შრომის კოდექსის პროექტის მიღებამდე, რეალურ შესაძლებლობად შეიძლება მიღებული იქნას თანამშრომლების განთავისუფლება, როგორც უპირატესი ღონისძიება. ამ პერიოდში, როდესაც მთავრობა ყველა შესაძლო ღონეს ხმარობს ბიზნესისა და ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით, აზრს მოკლებულია ბიზნესისა და ინვესტორებისათვის არამეგობრული შრომის კოდექსის მიღება. აღნიშნული გამოიწვევს ოფიციალური უმუშევრობის და არაოფიციალური და არადოკუმენტირებული დასაქმების ზრდას.
ICC-საქართველო სინანულს გამოთქვამს, რადგან მიუხედავად მრავალი მოთხოვნისა, არ მოხერხდა შრომის კოდექსის პროექტის განხილვა სამმხრივი კომისიის მიერ, რომელიც მოიცავს ყველა სოციალურ პარტნიორს (სავაჭრო გაერთიანებებს, დამსაქმებლებს და ხელისუფლებას), რაც აგრეთვე რეკომენდირებულია საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის მიერ. შრომის კოდექსის სამმხრივი კომისიის ფარგლებში განხილვას შესაძლოა გამოეწვია ბალანსირებული დოკუმენტი, რომელშიც თანაბრად იქნებოდა გათვალისწინებული დამსაქმებლების და დასაქმებულების ინტერესები, რომელიც შეინარჩუნებდა ეკონომიკურ ზრდას და მეგობრულ ბიზნეს გარემოს
საქართველოში.
ჩვენ დაუყოვნებლივ მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პარლამენტს, სერიოზულად კიდევ ერთხელ განიხილონ ზემოაღნიშნული ორი დებულება, დამსაქმებლებისა და დასაქმებულების ინტერესების გათვალისწინებით. საერთაშორისო სავაჭრო პალატა არის უმსხვილესი მსოფლიო
ბიზნესორგანიზაცია, რომელიც წარმოდგენილია 120-ზე მეტ ქვეყანაში და აერთიანებს ასიათასობით კომპანიას. საერთაშორისო სავაჭრო პალატა უფლებამოსილია ისაუბროს ბიზნეს წარმომადგენლების სახელით მსოფლიოს
ნებისმიერ კუთხეში. პალატა თანამშრომლობს გლობალურ დონეზე დიდ რვიანთან, დიდ ოცეულთან, მსოფლიო ბანკთან WTO, WCO და UN, - ნათქვამია პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.