საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამეგრელოში იმყოფება.
ქვეყნის პირველი პირი მარტვილს სტუმრობს, სადაც მან პროგრამის "გაზი ყველა სოფელში" მიმდინარეობა დაათვალიერა. ამ მიზნით მიხეილ სააკაშვილი
გოჩა კვეკვეციას ოჯახშიც იმყოფებოდა, სადაც უკვე სარგებლობენ ბუნებრივი აირით.
"ბოლო ორი წლის განმავლობაში გაზი გაგვყავს იქ, სადაც ბუნებრივი აირი არასდროს ყოფილა, მათ შორისაა მარტვილის რაიონი და აჭარის რეგიონი. მალე გაზსს სვანეთშიც გავიყვანთ და ყველგან სითბოში ვიქნებით", - განაცხადა სააკაშვილმა.
მარტვილის გაზიფიცირება გასულ წელს დაიწყო. რამდენიმე თვეში ბუნებრივი აირი სკოლებსა და ბაღებშიც გაეშვება.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილმა მარტვილში მრეწველობის განვითარების პოტენციალზეც ისაუბრა და განმარტა, რომ იქ რამდენიმე ქარხნის აშენება იგეგმება.