ლონდინის პოლიციამ 9 ადამიანი დააკავა, რომლებიც ქვეყნის ექს-პრემიერ მინისტრის მარგარიტ ტეტჩერის გარდაცვალებას ზეიმობდნენ.
ტრაფალგარის მოედანზე შეკრებილ მოზეიმეებს შორის მეტწილად მაღაროელები, მემარცხენე მოძრაობის აქტივისტები და სტუდენტები იყვნენ.
მათ აქციაზე ტეტჩერის ფიტული მიიტანეს და მის ირგვლივ მღეროდნენ და ცეკვავდნენ.
აქცია სოციალური ქსელების მეშვეობით დაიგეგმა.
როგორც ცნობილია მარგარეტ ტეტჩერმა თავისი ეკონომიკური პოლიტიკით ერთი ნაბიჯითაც არ დაიხია უკან მაღაროელთა გაფიცვების დროს და ფაქტობრივად ხელი შეუწყო ამ დარგის პროფკავშირების დაშლას. ასევე, მისი რეფორმები მემარცხენე ძალების მუდმივი კრიტიკის ობიექტი იყო.
შეგახსნებეთ, რომ მარგარეტ ტეტჩერი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ტეტჩერს 17 აპრილს დაკრძალავენ.