საფრანგეთის აუქციონის სახლმა მიმოხილვისთვის 70 კაშკაშად გაფორმებული რიტუალური ნიღბები განათავსა. ოდესღაც ისინი ამერიკელ ხალხს ჰოპს ეკუთვნოდა, შემდგომ ისინი კერძო კოლექციონერის ხელში აღმოჩნდა, ხოლო ამჟამად გეგმავენ ჩაქუჩის დარტყმით გაიყიდონ.
თუმცა, ტომის წარმომადგენლებმა ყველასგან მოულოდნელად გააპროტესტეს ამ ნივთების გაყიდვა და უფრო მეტი მიმართეს სასამართლოს.
ჰოპის ტომის ინდიელები ბინადრობენ არიზონას (აშ შ) ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მათი რაოდენობა დაახლოებით 18,000 ადამიანს შეადგენს. ტომი ტრადიციულად დაკავებულია მიწათმოქმედებით, ასევე ცნობილია თავისი გამოცდილი მეთუნეებით. ეს ნიღბები მათ მიერ ძირითადად გამოიყენება რიტუალების შესასრულებლად კარგი ამინდის ან მოსავლის მოსაყვანად.
საფრანგეთში მათი წარმომადგენლების დახმარებით, ისინი მოითხოვენ შეჩერდეს აუქციონი და მათ დაუბრუნდეთ ნიღბები, რომელშიც მათი თქმით ჩასახლებულია ზეციური დესპანების სული.
"მათი პროტესტი ცოტა დაგვიანებულია,რადგანაც ამ ნივთების უმრავლესობა გაიყიდა თავად ძირძველი ამერიკელების მიერ 10,15,20, ან 30 წლის წინ. და უეცრად ისინი წმინდანები გახდნენ. ისინი უკვე არ არიან წმინდანები,რადგან ეს ნივთები კერძო კოლექციის ნაწილი გახდა და აღარ გამოიყენება ძირძველი ამერიკელების მიერ", - განაცხადა - აუქციონის სახლის წარმომადგენელმა ჟილ ნერე-მინე .
მოგვიანებით სასამართლომ დაადგინა, რომ ჰოპის ტომის პროტესტი უსაფუძვლოა და ნება დართო გაიმართოს აუქციონი.
კატალოგის თანახმად, თითოეული ნაწარმის გაყიდვა იგეგმება 2-2,5 ათას ევროდ.