პორტუგალიაში წყალდიდობაა.
კუნძულ მადეირაზე გადაუღებელი წვიმისგან გამოწვეულმა წყალდიდობამ და მეწყერმა 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ათობით ადამიანი კი სხვადასხვა სახის დაზიანებით კლინიკებშია მოთავსებული.
წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად პორტუგალიის ხელისუფლებამ კუნძულზე შეიარაღებული ძალების გემი გაგზავნა. სამაშველო ოპერაციებში სამხედრო კინოლოგები და მეხანძრეები მონაწილეობდნენ.
სტიქიამ ხიდები და გზებიც დააზიანა. დატბორილია ქუჩები. კუნძულის მოსახლეობა სასმელი წყლის და ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.
მადეირაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.