უკრაინის ახლადარჩეული პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი მოსკოვს მარტის დასაწყისში ეწვევა. ამის შესახებ კრემლის პრეს-სამსახური იუწყება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ტელეფონით დაურეკა იანუკოვიჩს და არჩევნებში გამარჯვების კიდევ ერთხელ მილოცვის შემდეგ მოსკოვში დაპატიჟა. პრეზიდენტები ვიზიტის დეტალებზე შეთანხმდნენ და იანუკოვიჩი მოსკოვს მარტის პირველ დეკადაში ეწვევა.
შეგახსენბთ, რომ უკრაინის ცესკომ 14 თებერვალს ოფიციალურად აღიარა საპრეზიდენტო არჩევნებში ვიქტორ იანუკოვიჩის გამარჯვება. დიმიტრი მედვედევი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც იანუკოვიჩს გამარჯვება მიულოცა.