პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციის ცერემონიალში მონაწილეობას მიიღებს. განცხადება დღეს ამის შესახებ პოლონეთის სახელმწიფოს მეთაურის კანცელარიის ოფიცილურმა წარმომადგენელმა მარიუშ ხანდზლიკმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, პოლონეთის პრეზიზენტი ვიქტორ იანუკოვიჩთან პირადი შეხვედრის დროს მას პირადად დაპატიჟებს ვარშავაში ყველაზე უმოკლეს დროში.
"უკრაინა პოლონეთის სტრატეგიულ პატრნიორად რჩება და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის ევროპისა და ტრანსატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას", _ განაცხადა ხანდზლიკმა.
შეგახსნებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის ვიქტორ იანუკოვიჩის ინაუგურაციის ცერემონიალი 25 თებერვალს რადის საზეიმო სხდომაზე გაიმართება.