,,უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარემ ნიკოლოზ მჟავანაძემ '' 9 აპრილის მნიშვნელობასა და ისტორიის გაყალბებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა სადაც მან შემდეგი პოზიცია დააფიქსირა: "1991 წლის 31 მარტს რეფერენდუმში სქართველოს მოსახლეობამ ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას და 9 აპრილს დაღუპული გმირების საპატივცემულოდ, 9 აპრილსვე ზვიად გამსახურდიამ გამოცხადდა დამოუკიდებლობის აღდგენა . 22 წელია საქართველო 9 აპრილს აღნიშნავს არა როგორც დამოუკიდებლობის დღედ არამედ სამშობლოსათვის დაღუპულთა მოგონების დღედ. ერთხელ და სამუდამოდ ისტორიის გაყალბება უნდა დასრულდეს. საქართველოს კონსტიტუციითაც კი აღიარებულია ის რომ 9 აპრილი დამოუკიდებლობის დღეა. კონსტიტუციის პირველ მუხლში ხაზგასმულია:
,, საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით.''
აქედან გამომდინარე, საქართველომ 9 აპრილს რა თქმა უნდა პატივი მიაგოს დაღუპული გმირების ხსოვნას, მაგრამ ასევე სათანადოდ უნდა აღინიშნოს ის გამარჯვება რომელიც ქვეყნის დამოუკიდებლობით დასრულდა . 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა არამარტო საქართველოს არამედ პოსტსაბჭოური ქვეყნებიც გაანთავისუფლა იმპერიის მარწუხებიდან. 24 წლის მანძილზე საქართველოში ბევრი სისხლი დაიღვარა და მხოლოდ 9 აპრილს დაღვრილმა სისხლმა მოიტანა საბოლოო შედეგი.
,,უფლებადამცველთა გაერთიანება'' თვლის ის რომ ქვეყანა წლებია 9 აპრილს მხოლოდ როგორც გლოვის დღედ ისე აღნიშნავს, ეს პირველ რიგში იმ დაღუპული გმირების შეურაცყოფაა, ვინც თავიანთი სიცოცხლე დამოუკიდებლობას შესწირა.