ე.წ. რეპატრიაციასა და ამ საკითხთან დაკავშირებულ პრობლემებს მიეძღვნა ოკუპორებულ აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული მრგვალი მაგიდა. აფხაზური მედიის ინფორმაციით, ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტის ხელმღვვანელმა ზურაბ ადლეიბამ ამ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ სირიაში არსებული სიტუაცია დღითიდღე უარესდება ამიტომაც ე.წ. თანამემამულეების რეპატრიაციის საკითხი ჯერაც ძალიან აქტუალურია.
აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიჩესლავ ჩირიკბამ აღნიშნა, რომ 2012 წლის მაისიდან აფხაზეთში სირიიდან 186 ადამიანია ჩასული. მათ შორის არიან სტუდენტები, სკოლის მოსწავლეები, პენსიონერები. ამასთან ერთად, ჩირიკბა აღნიშნავს, იმასაც, რომ სირიიდან აფხაზეთში ჩასული მოსახლეობის მიმართ, დიდ ყურადღებას იჩენს აფხაზეთის მოსახლეობა "რაც მათ ადაპტაციას უფრო წარმატებულს ხდის".
ამასთან ერთად, ჩირიკბა ასევე აცხადებს, რომ აფხაზეთში სირიიდან ჩასული ადამიანები უარს აცხადებენ ლტოლვილის სტატუსის აღებაზე და აცხადებენ, რომ ისინი საკუთარ სახლში დაბრუნდნენ.
მათივე ინფორმაციით, ამჟამად აფხაზეთში ჩასვლა 200 მდე სირიელი ელის.
"სირიაში მცხოვრებ აფხაზებს აფხაზეთის გარდა არსად წასვლა არ სურთ და ისინი სწორედ აქ აპირებენ დაბრუნებას", _ აცხადებს აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენელი სირიაში შარაფ მარშანი.
ე.წ. რეპატრიაციის ფონდის ხელმძღვანელის ჯონ სმირის ინფორმაციით, 11 თვის განმავლობაში სირიიდან ჩამოსული ადამიანების მიღებაზე, ადაპტაციაზე და მოწყობაზე გახარჯულია 46 მილიონ 464 ათასი რუბლი. მათ შორის მათთვის ბილეთების შეძენაზე - 336 696 რუსული რუბლი. პანსიონატ "აიტარში" ცხოვრება და კვებაზე - 11 მილიონ 221 ათასი რუბლი. მათთვის სახლებისა და ბინების ყიდვაზე და რემონტზე 28 მილიონ 464 ათასი რუბლი. ბინებისათვის ავეჯისა და საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეძენაზე 2 მილიონ 342 ათასი რუბლი. შემწეობის გადახდაზე, ბავშვების ტანისამოსა და ფეხსაცმელზე, სამედიცინო მომსახურებაზე -3 მილიონ 598 ათასი რუბლი. აფხაზური ენის შესწავლის კურსებზე სწავლებაში, კულტურულ ღონისძიებებშო და სატრანსპოტრო მომსახურებაში - 368 ათასი რუბლი. ბინის ქირაზე ხუთი ჯახისათვის - 132 ათასი რუბლი.
ამას გარდა, აფხაზური მხარის ინფორმაციით, გარდა სირიიდან აფხაზეთში "ბრუნდებიან" ასევე აფხაზური დიაპორის წარმომადგენლები თურქეთიდან, ჩრდილოკავკასიიდან და აჭარიდან.
"მრგვალი მაგიდის მონაწილეების შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია რეპატრიაციის ერთიანი პროგრამის შექმნა", _ იუწყება აფხაზური მხარე.