დღეს 23 ოქტომბერს 12:00 საათზე გარდაბნის რაიონში სოფელ კრწანისში, თავდაცვის ეროვნული აკადემიაში კაპიტნის საკარიერო კურსის დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
სამხედრო მოსამსახურეებს სწავლების დასრულების დამადასტურებელი სერთიფიკატები გადაეცემათ.
საზეიმო ცერემონიას თავდაცვის მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ძიმცეიშვილი და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან.