შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი დღეს , 10:40 საათზე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადგურ "სუფსა"-ს ტერიტორიაზე, ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის საძირკვლის ჩაყრის ცერემონიას დაესწრებიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს” შსს-დან აცნობეს, საზეიმო ცერემონიას მისასალმებელი სიტყვით შინაგან საქმეთა მინისტრი გახსნის.
დღესვე, 12:10 საათზე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზაზე საინჟინრო გემთსარემონტო სახელოსნოს გახსნის ცერემონია გაიმართება, რომელსაც ასევე შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ამერიკის