მინერალური წყალი "ბორჯომი" რუსეთის ბაზარზე ჯერ ჯერობით ვერ ბრუნდება. რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა მინერალურ წყალს "ბორჯომი" რუსეთის ბაზარზე დაბრუნების ნებართვა არ მისცა.
"ჩვენ "ბორჯომთან" კითხვები გვაქვს", _ განაცხადა გენადი ონიშჩენკომ.
ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
"ჩვენ ნიმუშების წარმოდგენას ხელმეორედ მოვითხოვთ", _ აცხადებს ონიშჩენკო.