აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი ალექსანდრე ანქვაბი იმ საინიციატივო ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომელიც აფხაზეთის ე.წ. მართლმადიდებლური ეკლესიის სამართლებრივი სტატუსის შესახებ ხელმოწერებს აგროვებს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი მიდიოდა მართლმადიდებლობის მდგომარეობაზე აფხაზეთში და აფხაზ სასულიერო პირებს შორის არსებული კონფლიქტის გადაწყვეტის გზებზე.
"შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს პერსპექტივები აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის კანონიკურ სტატუსზე", _ იუწყება აფხაზური მხარე.
შეგახსენებთ, რომ სეპარატისტულ აფხაზეთში გროვდება მოსახლეობის ხელმოწერები, რომლებიც აფხაზეთის ე.წ. ეკლესიის კანონიკურ სტატუსს ეხება.