"ჟენევის მოლაპარაკებებზე ყველა მხარემ კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა ქართული მხარის გარდა", _ აცხადებს აფხაზური დელეგაციის ხელმძღვანელი ირაკლი ხინთბა მოლაპარაკებების შედეგების კომენტირებისას.
"ჟენევის მოლაპარაკებებზე ყველა მხარემ კონსტრუქციული პოზიცია დაიკავა ქართული მხარის გარდა. ბოლო მომენტში განცხადების განხილვისას საბოტაჟი განახორციელა", _ აცხადებს ხინთბა და აღნიშნავს, რომ განცხადება ძალის გამოუყენებლობის შესახებ არის შუალედური დოკუმენტი იურიდიულად სავალდებულო მექანიზმების შექმნისათვის ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
ამას გარდა, ირაკლი ხინთბა ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, აფხაზური მხარე მაინც იმედს იტოვებს "ქართული მხარის უფრო პოზიტურ განწყობაზე".
მასალის გამოყენების პირობები