ცხინვალის რეგიონში მყოფმა რუსმა ოკუპანტებმა, რომლებიც საოკუპაციო ზოლის გასწვრივ დგანან და ე.წ. მესაზღვრეების ფუნქციას ასრულებენ, გასული კვირის განმავლობაში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ოთხი დამრღვევი დააკავეს.
ცხინვალის რეგიონში მდგარი რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა "დამრღვევმა საზღვარი სასოფლო-სამეურნეო მიზნებით გადაკვეთა".
"სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის თანახმად, დაკავებულები საქმეში შემდგომი გარკვევის მიზნით რესპუბლიკის სასაზღვრო სამსახურს გადაეცენ", _ ნათქვამია პრესსამსახურის განცხადებაში. აღსანიშნავია, რომ დაკავებულთა ეროვნება გავრცელებულ ინფორმაციაში არ კონკრეტდება.